Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსში დიდი წმენდა იგეგმება…

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ,იუვენტუსის შემადგენლობაში ბევრი ცვლილება იგეგმება.

ბიანკონერიმ ზედიზედ მე-9 სკუდეტოს მოგება კი მოახერხა,თუმცა საერთო ჯამში ბიანკონერიმ სეზონი ჩააგდო და ჩემპიონთა ლიგის მოგების ოცნება კვლავ ოცნებად დარჩა.

სერია ა-ში კი გუნდმა 7 მარცხი იწვნია,რაც ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია და ეს ყველაფერი გუნდის ხელმძღვანელობისთვის სიგნალი იყო,რომ გუნდში რაღაც არის შესაცვლელი…

იუვენტუსს მომავალ სეზონში კულულევსკი და არტური შეუერთდებიან,თუმცა ბიანკონერი ამაზე გაჩერებას არ აპირებს,თუმცა პირველ რიგში ფეხბურთელების შესაძენად შემადგენლობის გასუფთავებაა საჭირო.

ტურინელთა რიგებს დიდი ალბათობით დანიელე რუგანი,სამი ხედირა,გონსალო იგუაინი, ფედერიკო ბერნარდესკი და მატია დე შილიო დატოვებენ,რომ გუნდმა დამატებითი ფინანსები მიიღოს და ამასთან ერთად შემადგენლობაში ადგილი გამონთავისუფლდეს.

ანიელიმ გუშინდელი თამაშის შემდეგ განაცხადა,რომ გუნდის გაახალგაზრდავებას აპირებს და დიდი ალბათობით ბიანკონერის რიგებში ბევრ ახალგაზრდა და ნიჭიერ ფეხბურთელს ვიხილავთ.

Leave a Reply

Your email address will not be published.