Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსში კორონა ვირუსის შემთხვევები კვლავ გაიზარდა

იუვენტუსის ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ 23-წლამდელთა გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს და სტაფის ერთ-ერთ წევრს კორონა ვირუსი დაუდგინდათ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 23-წლამდელთა მწვრთნელს, ლამბერტო ზაულისაც კორონა ვირუსი აქვს და აქედან გამომდინარე, მთელი გუნდი კარანტინშია მოთავსებული.

ძირითადი გუნდის შემადგენლობაში კი ვირუსი კრიშტიანუ რონალდუს და უესტონ მაკკენის დაუდასტურდათ.