იუვენტუსში კულუშევსის აგენტს ელოდებიან
Goal.com-ის იუვენტუსის ჟურნალისტის რომეო აგრესტის ინფორამციით, უახლოეს დღეებში ტურინში დეიან კულუშევსკის აგენტი ჩაფრინდება და იუვენტუსის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს, სადაც მხარეები ფეხბურთელის მოამვალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
21 წლის ტალანტი მაქს ალეგრის სქემაში თავისი პოტენციალის სრულიად გამოვლენას ვერ ახერხებს და მიმდიანრე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში, რომლებშიც ის ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან შედიოდა, მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
იტალიურ მედიაში კულუშევსკის შესაძლო გაყიდვის შესახებ უკვე დიდი ხანია იწერება და შვედ ფეხბურთელს მსურველები არ აკლია, ამიტომ მხარეებს ისეთი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ, რომელიც ორივეს დააკმაყოფილებს.