Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსში სერიოზული ცვლილებები იგეგმება

პორტუსთან განცდილი წარუმატებლობის მიუხედავად, იუვენტუსი არჩეულ კურსს განაგრძობს და გუნდის გაახალგაზრდავებას გეგმავს.

არაერთმა წყარომ დაადასტურა, რომ ანდრეა პირლო თავის პოსტს მომავალ სეზონშიც შეინარჩუნებს, თუმცა შემადგენლობაში ძალიან დიდი ცვლილებები იგეგმება.

იუვენტუსი ახალი გუნდის აშენებას არტურ მელოს, როდრიგო ბენტანკურის, უესტონ მაკკენის, დეიან კულუშევსკის, მატიას დე ლიხტის, ფედერიკო კიეზას და ადრიენ რაბიოს გარშემო აპირებს, რომლებსაც Tuttosport-ის ინფორმაციით მომდევნო სეზონში გუნდში ადგილი გარანტირებული აქვთ.

მათ გარდა, გუნდში ადგილს ხუან კუადრადო, დანილო, ბონუჩი და შესნიც შეინარჩუნებენ, თუმცა ზაფხულში ჯიჯი ბუფონის, ფედერიკო ბერნარდესკის, ჯორჯო კიელინის, მერიჰ დემირალის, რადუ დრაგუშინის, პაულო დიბალას, ალვარო მორატას და კრიშტიანუ რონალდუს მომავალს გუნდი განიხილავს და გადაწყვეტს, სურს თუ არა რომელიმე მათგანთან განშორება.

ალექს სანდრო, ჯანლუკა ფრაბოტა და აარონ რემსი კი დიდი ალბათობით გუნდს დატოვებენ…

გათიშვა