Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსში წმენდა გრძელდება

როგორც უკვე მოგახსენეთ,მატუიდი სულ მალე იუვენტუსთან კონტრაქტს გაწყვეტს და ფრანგი ნახევარმცველი MLS-ში მაიამის ინტერს შეუერთდება,თუმცა როგორც ჩანს ეს მხოლოდ დასაწყისია.

Mirror-ის ინფორმაციით,ანდრეა პირლომ აარონ რემსის უკვე აცნობა,რომ იგი გუნდისთვის საჭირო ფიგურა აღარ არის და უელსელს ახალი გუნდის პოვნა მოუწევს

29 წლის რემსიმ,რომელიც იუვენტუსს გასულ სეზონში შეუერთდა,გასულ სეზონში ტრავმების გამო სასტარტოში თამაშის დაწყება მხოლოდ 11-ჯერ მოახერხა და იუვენტუსს ასეთი ფეხბურთელი კვირაში 300,000 ევრო უჯდება.

რემსის ტრანსფერის სურვილი მანჩესტერ იუნაიტედმა გამოთქვა და ბრიტანულ მედიას თუ დავუჯერებთ,მოლაპარაკებები გუნდებს შორის უკვე დაწყებულია.

Leave a Reply

Your email address will not be published.