Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვეს ასისტენტი მწვრთნელი:“ დღეს ცხოვრების წლები დავკარგე“

იუვენტუსის თავკაცის მაქს ალეგრის ასისტენტმა მარკო ლანდუჩიმ, რომელიც ალეგრის დისკვალიფიკაციის გამო დღეს ტურინულ გრანდს ხელმძღვანელობდა, კომენტარი გააკეთა.

„როდესაც იმარჯვებ, ყველაფერი უფრო ლამაზად და კარგად გეჩვენება, თუმცა დღეს ჩვენ საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვით.

„ლოკატელის გოლმა ჩვენ თამაშში დაგვაბრუნა, დე შილიომ კი უმნიშვნელოვანესი ქულები მოგვიტანა. დღეს ჩვენ ხასიათი გამოვავლინეთ, თუმცა დღეს ნერვიულობით სიცოცხლის 5-6 წელი დავკარგე და იმედია ალეგრი დისკვალიფიკაციას აღარასოდეს მიიღებს.

„ვინ გადაწყვიტა ცვლილებები ? ეს საიდუმლოა, რომელსაც არ გაგიმხელთ! მთელი სტაფი ერთად მუშაობდა და ამ გამარჯვებაში ყველას თავისი წვლილი მიუძღვნის.“