Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვეს ახალი წინადადება დიბალას

იუვენტუსი პაულო დიბალასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს განაგრძობს და ნიკოლო შირას ინფორამციით, ბიანკონერიმ ლა ჯოიას ახალი წინადადებით მიმართა.

არგენტინელ ფორვარდს ტურინელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ თანამშრომლობის გაგრძელება ორივე მხარეს სურს და ფეხბურთელის ხელფასზე საერთო ენის გამონახვას აქტიურად ცდილობდნენ.

შირას ინფორმაციით, იუვენტუსი დიბალას კონტრაქტის 2025 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებას, წლიურად კი გასამრჯელოს სახით 8.5 მილიონს სთავაზობს, რასაც ბონუსების სახით კიდევ 1 მილიონი დაემატება.

დიბალას კი ხელშეკრულების გაფორმება 2026 წლის ზაფხულამდე უნდა, ხელფასის სახით კი 10 მილიონს და ბონუსების სახით დამატებით 2 მილიონს ითხოვს.

იუვენტუსი დიბალას აგენტს სექტემბრის ბოლომდე კიდევ ერთხელ შეხვდება და იმედი აქვს, რომ მხარეები შეთანხმებას საბოლოოდ მიაღწევენ.