Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვეს ახალი წინადადება სასუოლოს…

იუვენტუსსა და სასუოლოს შორის ლოკატელის ტრანსფერზე კიდევ ერთი შეხვედრა უახლოესი 48 საათის განმავლობაში გაიმართება და ბიანკონერის ახალი წინადადება უკვე მომზადებული აქვს.

SportMediaset-ის ჟურნალისტის კლაუდიო რაიმონდის ინფორმაციით, იუვე სასუოლოს 2-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 5 მილიონს შესთავაზებს, რის შემდეგაც მათ ფეხბურთელის გამოსყიდვის საშუალება ექნებათ, თუმცა საკმაოდ მარტივი პირობების შესრულების შემთხვევაში მისი გამოსყიდვა სავალდებულო გახდება, შემდეგში კი ამ თანხას კიდევ 5 მილიონი ბონუსების სახით დაემატება და საერთო ჯამში 35 მილიონი ევრო გამოვა, რაც სასუოლოს მოთხოვნილ 40 მილიონთან საკმაოდ ახლოს არის…