Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვეს გარდა, პროკურატურა გამოძიებას სერია ა-ს კიდევ 5 გუნდის წინააღმდეგ აწარმოებს

იუვენტუსის წინააღმდეგ გუნდის ფინანსებთან და კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით, რის გამოც გამომძიებლები ტურინელთა 42 ტრანსფერს სწავლობენ, მოკვლევა გრძელდება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა იუვენტუსი არ არის ერთადერთი გუნდი, რომელიც ფინანსური პოლიციის ყურადღების ქვეშ მოექცა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის გარდა გამოძიება ნაპოლის, ატალანტას, რომას, ჯენოას და სამპდორიას წინააღმდეგ მიმდინარეობს და იუვეს მსგავსად, მიზეზი ამ შემთხვევაშიც ფეხბურთელების ხელოვნურად გაზრდილი ფასები გახლავთ, რითიც გუნდებს კაპიტალის უკანონოდ ზრდას ედავებიან.

შეგახსენებთ, რომ თუ აღნიშნული ბრალდებები გუნდებს დაუდასტურდებათ, მათ ფულადი ჯარიმები ან ქულების ჩამოკლება ემუქრებათ.