Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვეს გეგმა ჰაალანდის გასაფორმებლად…

ესპანური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დორტმუნდის ფორვარდის ერლინგ ჰაალანდის გაფორმებას შეეცდება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი კრიშტიანუ რონალდუს აღარ გაუშვებს და მას ერთი სეზონით შეინარჩუნებს, მომდევნო ზაფხულს კი ჰაალანდის გაფორმებას ეცდება.

მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ ჰაალანდის კონტრაქტში აქტიურდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მსურველს მისი გამოსყიდვა 80-85 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია და ბიანკონერი სწორედ ამის გამოყენებას აპირებს…