Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვეს დაცვის ცენტრში კიდევ ერთი ნიდერლანდელის ხილვა სურს…

იტალიური მედიის ინფორამციით, იუვენტუსი ლილის 21 წლის ფეხბურთელის სვენ ბოტმანის ტრანსფერით ინტერესდება.

ნიდერლადნელი ცენტრალური მცველი ლილის რიგებს 2020 წლის ივლისში აიაქსიდან, 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და მას შემდეგ მისი სატრანსფერო ღირებულება შესანიშნავი თამაშიდან გამომდინარე დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა.

ტურინელები ვეტერანი ჯორჯო კიელინის შემცვლელის ძიებაში არიან და Tuttosport-ის ცნობით, მათ დაცვის ცენტრში მომავალში ბოტმანი-დე ლიხტის დუეტის ხილვა სურთ. ფრანგები ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ 25-26 მილიონს ითხოვენ.