Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვეს და მილანს ობამეიანგის იჯარით გაფორმება შეეძლებათ

ბრიტანული წყაროების ინფორამციით, არსენალი მზად არის იანვარში ფრანგი ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით გაუშვას.

32 წლის ფეხბურთელს მას შემდეგ, რაც გუნდის თავკაცთან კონფლიქტი მოუვიდა, კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს და გასულ ტურში ის განაცხადშიც არ შეიყვანეს, ამიტომ მისი გუნდიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

The Sun-ის ცნობით, ლონდონური გუნდი მზად არის ფრანგი ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 6-თვიანი იჯარით გაასხვისოს და მეტიც, ხელფასის ნახევარი თავად გადაიხადოს…