Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვეს დემირალი და კიელინი დაუბრუნდნენ

იუვენტუსმა დღეს ვარჯიში განაახლა და გუნდს ტრავმირებული ჯორჯო კიელინი და მერიჰ დემირალი დაუბრუნდნენ.

საშობაო არდადეგები უკვე დასრულდა და ანდრეა პირლოს სეზონის სტარტიდან პირველად აქვს შესაძლებლობა, რომ სავარჯიშო სესიაზე მთლიანი გუნდი ჰყავდეს, ტრავმირებული ფეხბურთელების გარეშე.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2021 წლის პირველ მატჩში გუნდს წითელი ბარათის გამო ხუან კუადრადო ვერ დაეხმარება. წლის პირველ შეხვედრას იუვე 3 იანვარს, უდინეზეს წინააღმდეგ გამართავს.