Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვეს დიბალა და რემსი დაუბრუნდნენ

აარონ რემსიმ და პაულო დიბალამ ჩემპიონთა ლიგის წინ გუნდთან ერთად ივარჯიშეს და დიდი ალბათობით, გუნდის დახმარებას მოახერხებენ.

იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე პორტოს ხვალ დაუპირისპირდება და დიბალა-რემსის დუეტი განაცხადში იქნება, მაგრამ მათი ძირითადში ხილვა ნაკლებად სავარაუდოა.

გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშეს ხუან კუადრადომ და არტურ მელომ, რომლებიც ტურინელებს ხვალ ვერ დაეხმარებიან.