Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვეს კულუშევსკის გაყიდვა ზარალში წაიყვანს…

იუვენტუსი დეიან კულუშევსკის მსურველების ძებნას განაგრძობს და იმედი აქვს, რომ ახალგაზრდა შვედ ტალანტს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაასხვისებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბიანკონერიმ მის სანაცვლოდ დახარჯული თანხის ამოღება მოახერხოს.

ბიანკონერიმ 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ატალანტას 35 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა ის მაქს ალეგრის სქემას ვერ ერგება, რაც მის სტატისტიკასა და ფასზეც აისახა. კულუშევსკიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Calciomercato-ს ცნობით, იუვეს კულუშევსკის 35 მილიონად გაყიდვის იმედი ჰქონდა, მაგრამ ამ თანხის გადახდას არც ერთი დაინტერესებული მხარე არ აპირებს და თუ ტურინელებს მისი გასხვისება სურთ, გარკვეულ ზარალზე წასვლა მოუწევთ…