Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვეს, მილანის და ინტერის სამიზნემ საკუთარ მომავალზე ისაუბრა

რივერ პლეიტის ახალგაზრდა ფორვარდმა ხულიან ალვარესმა, რომელმაც წელი დიდებულად დაასრულა და Trofeo de Campeones-ის ფინალურ მატჩში დუბლი მიითვალა, შეხვედრის შემდეგ საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

„ჩემი მომავალი ? ახლა ამ საკითხზე კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. მე მსურს გუნდთან ერთად მოპოვებული ტიტული ვიზეიმო, შემდეგ კი ჩემს აგენტთან ერთად ვარიანტებს განვიხილავ და ვნახოთ, რა მოხდება იანვარში.“

ალვარესმა, რომლის კონტრაქტში გამოსასყიდ პუნქტად 25 მილიონი ევროა მითითებული, მიმდინარე წელს საერთო ჯამში 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 24 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.