Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვეს ნახევარდაცვაში პრიორიტეტული სამიზნეები ნაპოვნი ჰყავს

მაქს ალეგრის მოთხოვნით, იუვენტუსის ხელმძღვანელობა ნახევარდაცვის გაძლიერებისთვის შესაბამის კადრებს უკვე ეძებს და იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინელებმა 2 სამიზნე უკვე შეარჩიეს.

Calciomercato-ს ჟურნალისტის დანიელე ლონგოს ინფორმაციით, ტურინელების პრიორიტეტული სამიზნე მონაკოს ახალგაზრდა ტალანტი აურელიენ ჩუამენი იქნება, თუმცა იუვეს ხელმძღვანელობა პარალელურად მანჩესტერ იუნაიტედის ვან დე ბეეკის სიტუაციას აკვირდება და არ არის გამორიცხული, მისი დამატება იანვარშივე სცადოს.

ნიდერლანდელი ნახევარმცველი მანჩესტერში სათამაშო დროის ნაკლებობით უკამყოფილოა და არაერთი გავლენიანი წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტებმა მისთვის ახალი გუნდის ძებნა უკვე დაიწყეს.