Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვეს პირველი კონტაქტი მესის ტრანსფერზე

L’equipe-ს და Mirror-ის მტკიცებით, იუვენტუსი მესის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და მხარეებმა არგენტინელი ვარსკვლავის იუვენტუსში მისვლა განიხილეს.

წყაროების მტკიცებით, ანდრეა ანიელი მესის მამას ესაუბრა და მათი ინტერესის შესახებ ამცნო, თუმცა ტურინელები ლეოს ტრანსფერზე მუშაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ბარსელონა ფეხბურთელს უფასოდ გაუშვებს.

ჯერჯერობით მესის ტრანსფერთან ყველაზე ახლოს მანჩესტერ სიტია, თუმცა სხვა გუნდები და მათ შორის იუვენტუსი და ინტერი სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან.

Leave a Reply

Your email address will not be published.