Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვეს პრიორიტეტი კვლავ ჩუამენია…

იტალიური მედიის ინფორამციით, იუვენტუსის პრიორიტეტული სამიზნე ნახევარდაცვის ხაზის გასაძლიერებლად კვლავ მონაკოს ტალანტი აურელიენ ჩუამენია.

იუვენტუსი 21 წლის ფრანგი ფეხბურთელის გაფორმებას გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც აქტიურად ცდილობდა და მონაკოს ფეხბურთელის იჯარა შესთავაზა, შემდგომში გამოსყიდვის შესაძლებლობით, რომელიც გარკვეული წინაპირობის შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდებოდა, მაგრამ უარი მიიღო.

ნიკოლო შირას ინფორამციით, მონაკოს ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ 35 მილიონის მიღება სურს და სხვა წინადადების განხილვას არ აპირებს, იუვეს კი ამ თანხის გადასახდელად რემსი-რაბიოს დუეტის გაშვება მოუწევს, რომელიც გუნდს წლიურად TAX-ების ჩათვლით დაახლოებით 25 მილიონი უჯდება…