Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვეს რონალდუსთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, რასაც დიბალა შეეწირება

ესპანური და იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსს და კრიშტიანუ რონალდუს თანამშრომლობის გაგრძელება სურთ და მზად არიან, რომ ახალ კონტრაქტზე დაიწყონ მუშაობა.

პორტუგალიელი ვარსკვლავი იუვენტუსს 2018 წელს შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის ლიდერად იქცა.

35 წლის ფეხბურთელები ძალიან ხშირად კარიერას ასრულებენ ხოლმე, თუმცა რონალდუ ფორმის შენარჩუნებას და გოლების გატანას განაგრძობს, რაც იუვენტუსს მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებისკენ უბიძგებს.

IlBianconero-ს ინფორმაციით, იუვენტუსს რონალდუს შენარჩუნება კიდევ 4 წლით სურს. კრიშტიანუ იმ დროისთვის 39 წლის იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამ ხელშეკრულებას გააფორმებს, კარიერის ბოლომდე იუვენტუსში დარჩება.

გამოცემის მტკიცებით, იუვენტუსი მზად არის რონალდუს სეზონში 30 მილიონი ევრო ხელფასი შეუნარჩუნოს, თუმცა ამისთვის გუნდს პაულო დიბალას გაყიდვა მოუწევს, რომელიც ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ ანაზღაურების გაორმაგებას ითხოვს, რაც მისი ფორმიდან გამომდინარე ნაკლებად მოსალოდნელია.