Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვეს სამოტივაციო ვიდეო პორტუსთან მატჩის წინ

დღეს ტურინის იუვენტუსი საშინაო არენაზე პორტუს მიიღებს და შეეცდება, რომ პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ (2 – 1) სიტუაცია შემოატრიალოს და მეოთხეფინალში გავიდეს.

იუვენტუსმა სამოტივაციო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია:

„შენ ამის გაკეთება შეგიძლია, შენ ეს უკვე გაგიკეთებია და ახლა კიდევ ერთხელ უნდა გააკეთო…“

მოახერხებს თუ არა ბიანკონერი ამას დღეს, 23:55 საათზე გამართული მატჩის შემდეგ გავიგებთ.