Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვეს ტოლისოს გაფორმება 10 მილიონად შეეძლება

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ბაიერნი იუვენტუსის სამიზნის კორენტინ ტოლისოს გაყიდვას გეგმავს და მისი მსურველებს მისი ფასი უკვე დაუსახელა.

27 წლის ფრანგ ნახევარმცველს გერმანულ გრანდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მისი უფასოდ დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, რეკორდმაისტერი მზად არის ფეხბურთელი 10 მილიონ ევროდ გაასხვისოს.