Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვეს ფეხბურთელების რეკორდული მაჩვენებელი ევროპის ჩემპიონატზე

ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელებმა უკვე დასრულებული ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას ყველაზე მეტი გოლის გატანა მოახერხეს.

ტურინელებმა საერთო ჯამში 12 გოლი გაიტანეს, რაც ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო მაჩვენებელია.

რონალდუ – 5 გოლი (ტურნირის ბომბარდირი)
მორატა – 3 გოლი
კიეზა – 2 გოლი
ბონუჩი – 1 გოლი
რემსი – 1 გოლი