Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვეს ყოფილი პრეზიდენტი:“ იუვემ რონალდუ უნდა გაყიდოს“

იუვენტუსის ყოფილი პრეზიდენტის ჯოვანი კობოლი ჯილის აზრით, რონალდუს გაფორმება ტურინელებისთვის დიდი შეცდომა იყო.

„რონალდუს ტრანსფერი აბსოლუტურად ცუდი მცდარი გადაწყვეტილება იყო. მე ამას მისი იუვენტუსში ყოფნის პირველი დღიდან ვამბობდი. კრიშტიანუ ძალიან დიდი ჩემპიონია, თუმცა მისი შენახვა გუნდს ძვირი უჯდება.

„ახლა ყველაფერი იუვენტუსის ხელშია. გუნდი რონალდუს თითო გოლში 1 მილიონ ევროს უხდის. ანიელიმ თვით-კრიტიკას უნდა მიმართოს და რეალობას შეხედოს.

„მე პირლოს არაფერს ვაბრალებ. მე გუნდი ფერარას ჩავაბარე და არც იქიდან გამოვიდა რამე. ანიელის გუნდში სარი არ სურდა, მაგრამ პარატიჩი-ნედვედის გამო ამ გადაწყვეტილებას დათანხმდა, რაც ასევე შეცდომა იყო. იუვენტუსი ახლა თავიდან უნდა აშენდეს.

„ნედვედი დიდი ჩემპიონია, თუმცა ის იუვენტუსის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას თავს ვერ ართმევს. გუნდში მისი როლის თაობაზე უნდა დაფიქრდნენ.“