Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვეში დასაბრუნებლად, პოგბას ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს

იუვენტუსიდან წასვლის შემდეგ, პოლ პოგბას დაბრუნება ტურინში აქტუალურობას არ კარგავს და გამონაკლისი არც მომდევნო სატრანსფერო ფანჯარა იქნება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი ანდრეა პირლოს ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა და გუნდის დირექტორები შეეცდებიან, რომ მაესტროს სურვილი შეუსრულონ.

თუმცა, პოლ პოგბას იუვენტუსში დასაბრუნებლად ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს. წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი 27 წლის ფეხბურთელს 8-9 მილიონ ევროს შესთავაზებს, რაც მის ამჯამინდელ ხელფასზე – 15 მილიონ ევროზე საგრძნობლად ნაკლებია.

პარალელურად კი გაჩნდა ინფორმაცია, რომ პოგბას ხილვა პსჟ-ში გუნდიდს ახალ მწვრთნელს მაურისიო პოჩეტინოს სურს და რამდენად მოისურვებს იუვენტუსი ფრანგულ გუნდთან სატრანსფერო ომში ჩაბმას, რთული სათქმელია…