Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე არტურის გაყიდვას გეგმავს

ერთდროულად რამდენიმე გავლენიანი წყაროს ცნობით, იუვენტუსის ბრაზილიელი ნახევარმცველი არტური გუნდის დატოვებასთან ახლოს არის.

25 წლის ფეხბურთელი ბოლო მატჩებში უფრო მეტ სათამაშო დროს იღებს და ალეგრიმ ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ის იუვენტუსისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ტურინელები მზად არიან ფეხბურთელს შესაბამისი წინადადების სანაცვლოდ შეელიონ.

წყაროს ცნობით, ბიანკონერიმ არტურის თაობაზე რამდენიმე შეთავაზება უკვე მიიღო, რომლებსაც გუნდი განიხილავს და არ არის გამორიცხული, არტურმა ბიანკონერი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვოს.