Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ატლეტიკოს ფეხბურთელების გაცვლას შესთავაზებს ?

ესპანური წყაროების ინფორამციით, იუვენტუსს ალვარო მორატას შენარჩუნება სურს, თუმცა მის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხის გადახდას არ აპირებს და ამის ნაცვლად, მზად არის ესპანელებს ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზოს.

იუვენტუსმა მორატას 2-წლიან იჯარაში 20 მილიონი გადაიხადა და მიმდინარე სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვა 35 მილიონად შეეძლებათ, თუმცა იუვე ზაფხულში ვლაჰოვიჩის გაფორმებას გეგმავს და მორატაზე აღნიშნული თანხის დახარჯვა არ სურს, ამიტომ მზად არის ატლეტიკოს უესტონ მაკკენი შესთავაზოს.

ამერიკელი ნახევარმცველის ღირებულება დაახლოებით 25-30 მილიონია, თუმცა რამდენად მოისურვებს ატლეტიკო მის ტრანსფერში ჩართვას, რთული სათქმელია…