Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ბარსას ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს…

ბოლო საათებში მირალემ პიანიჩის სახელი იუვენტუსს კვლავ აქტუალურად დაუკავშირეს და იტალიური მედიის ინფორმაციით, ბიანკონერი ბლაუგრანას ფეხბურთელების გაცვლას შესთავაზებს.

წყაროს ინფორმაციით, იუვე მზად არის პიანიჩის სანაცვლოდ კატალონიელებს აარონ რემსი შესთავაზოს.

არც პიანიჩი და არც რემსი ამჟამინდელი გუნდების გეგმებში არ შედიან, ფეხბურთელების გაცვლა კი ორივე მხარეს კაპიტალის მნიშვნელოვან ზრდას მოუტანს სწორედ ისე, როგორც ეს ერთი წლის წინ არტური-პიანიჩის ბარტერის დროს მოხდა.