Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ბერნარდესკის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის ფედერიკო ბერნარდესკის ახალი კონტრაქტი შესთავაზოს.

იტალიელ ფეხბურთელს იუვენტუსთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ვარაუდობდნენ, რომ ტურინელები მას ახალ კონტრაქტს აღარ შესთავაზებდნენ, მაგრამ ალეგრის გუნდში დაბრუნების შემდეგ ბერნარდესკი საკმაოდ პროდუქტიულად თამაშობს და მაქსის მოთხოვნით, ტურინელები მზად არიან მას კონტრაქტი გაუხანგრძლივონ.

Calciomercato-ს ცნობით, იუვენტუსი მზად არის ბერნარდესკის კონტრაქტი 2 წლით გაუხანგრძლივოს, თუმცა ფეხბურთელს ხელფასის შემცირება 4 მილიონიდან 2.5-3 მილიონამდე მოუწევს.