Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვე: ბუფონმა ვარჯიში განაახლა

იუვენტუსის ლეგენდარულმა კიპერმა, ჯიჯი ბუფონმა ვარჯიში განაახლა და ბარსელონაში გუნდთან ერთად გაემგზავრება, თუმცა ტურინელებს ჯორჯო კიელინი და მერიჰ დემირალი ვერ დაეხმარებათ.

ბუფონმა ტრავმის გამო ბოლო 4 მატჩი გამოტოვა, თუმცა დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და Tuttosport-მა არც ის გამორიცხა, რომ 40 წლის მეკარემ თამაში სასტარტოდან დაიწყოს.