Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე და დიბალა გამოსასყიდი პუნქტის თაობაზე ვერ თანხმდებიან

იუვენტუსი პაულო დიბალას აგენტთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებებს უკვე საკმაოდ დიდი ხანია აწარმოებს, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება.

ბიანკონერის ლა ჯოიას შენარჩუნება სურს, არგენტინელი კი ტურინში დარჩენის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ფინანსურ საკითხთან ერთად იუვე ფეხბურთელის აგენტთან ვერც კონტრაქტში ჩასადები გამოსასყიდი პუნქტის თანხაზე თანხმდებიან.

Calciomercato-ს ცნობით, ფეხბურთელის აგენტს ჟორჟე ანტუნს გამოსასყიდ თანხად 40-50 მილიონის მითითება სურს, იუვეს აზრით კი ეს თანხა ზედმეტად დაბალია და მინიმუმ 70 მილიონს ითხოვს.

არსებული წინაღობების მიუხედავად, მხარეები პოზიტიურად არიან განწყობილები და იმედოვნებენ, რომ დიბალა ახალ ხელშეკრულებას სეზონის სტარტამდე მოაწერს ხელს.