Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე და დიბალა კვლავ ვერ თანხმდებიან…

იუვენტუსი და დიბალა ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებებს განაგრძობენ, თუმცა მხარეებს შორის ხელფასთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.

ლა ჯოიას აგენტი უკვე რამდენიმე კვირაა ტურინში იმყოფება, თუმცა TuttoJuve-ს ცნობით, მხარეებს შორის არსებული კარგი ურთიერთობის მიუხედავად მათ შორის დისტანცია მაინც არ მცირდება.

დიბალა, რომლის მიმდინარე კონტრაქტი იუვესთან სეზონის ბოლოს იწურება, წლიურად დე ლიხტის მსგავს ხელფასს – 12 მილიონს ითხოვს, იუვენტუსი კი მას 9 მილიონს სთავაზობს, რასაც ბონუსების სახით კიდევ 1 მილიონი დაემატება.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი სანაკრებო პაუზის მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოყენებას და დიბალასთან საერთო ენის გამონახვას ეცდება, რომელიც არგენტინის ნარკებში ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.