Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე და დიბალა შეთანხმებასთან ახლოს არიან

დღეს იუვენტუსსა და დიბალას აგენტს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა და იტალიური წყაროების ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით მიიწევს წინ.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ლა ჯოიას ხელშეკრულების 2025 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებას სთავაზობს, მისი ხელფასი კი სეზონში 8.5 მილიონამდე გაიზრდება, რაც გარკვეულ ბონუსებთან ერთად 10 მილიონამდე გაიზრდება.

წყაროს ცნობით, მხარეები პოზიტიურად არიან განწყობილი და სავარაუდოდ მომდევნო შეხვედრის შემდეგ ლა ჯოია ტურინულ გრანდთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.