Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე და ინტერი ზამთარში ვან დე ბეეკის გაფორმებას შეეცდებიან

იტალიური და ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკი ზამთარში მანჩესტერ იუნაიტედის რიგებს დატოვებს და მის გაფორმებას ორი იტალიური გრანდი – იუვენტუსი და ინტერი შეეცდებიან.

ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში წითელი ეშმაკების რიგებში მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა და გასული სეზონის მსგავსად, დე ბეეკი სათამაშო დროის სიმცირის გამო უკმაყოფილოა, ამიტომ გუნდის დატოვება სურს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტმა რამდენიმე ევროპულ გრანდთან მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო და მათ შორის იუვენტუსი და ინტერიც არიან.

წყაროს ცნობით, იტალიელები 24 წლის ნიდერლანდელ ფეხბურთელს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიფორმებენ, თუ მანჩესტერი მისი იჯარით გაშვებას დათანხმდება, შემდგომში მისი გამოსყიდვის პერსპექტივით.

წყაროს ინფორმაციით, თუ დე ბეეკმა კარიერის იტალიაში გაგრძელება გადაწყვიტა, ფავორიტი იუვენტუსი იქნება, რაშიც ტურინელებს დე ლიხტის იმედი აქვს, რომელიც დე ბეეკის თანაგუნდელი აიაქსის რიგებში გახლდათ.