Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე და ინტერი რასპადორის ტრანსფერისთვის იბრძოლებენ

იტალიური მედიის ინფორამციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსი და ინტერი იტალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ჯაკომო რასპადორის ტრანსფერისთვის იბრძოლებენ.

21 წლის ფორვარდმა სასუოლოში თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა და ის იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონიც გახდა, მაგრამ რა თქმა უნდა მას ბევრი დრო მოედანზე არ მიეცა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში როგორც იუვენტუსმა, ასევე ინტერმა სასუოლოს რასპადორის შესახებ უკვე მიმართეს, თუმცა ფინანსური კრიზისის გამო მის ტრანსფერზე მუშაობა ორივე გუნდმა ერთი წლით გადადო და მიმდინარე სეზონის ბოლოს, ახალგაზრდა იტალიელი ტალანტი რომელიმე გრანდის რიგებს შეუერთდება.