იუვე და ინტერი ჯენოას ფორვარდისთვის იბრძოლებენ
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი და ინტერი ჯენოას უზბეკი შემტევის, 25 წლის ელდორ შომურადოვისთვის იბრძოლებენ.
Tuttomercato-ს ცნობით, ამ მომენტისთვის ჯენოას ფეხბურთელის თაობაზე წინადადებით მხოლოდ ინტერმა მიმართა და ნერაძური მზად არის ჯენოას მის სანაცვლოდ სებასტიანო ესპოსიტო შესთავაზოს.
25 წლის ფეხბურთელს როგორც ცენტრალური ფორვარდის, ასევე ორივე ფლანგის შემტევის პოზიციაზე შეუძლია თამაში, რაც მის ტრანსფერს მწვრთნელებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის. როგორც იუვენტუსს, ასევე ინტერს შომუროდოვი სათადარიგო ფეხბურთელად სურთ, მისი სატრანსფერო ღირებულება 8-10 მილიონი ევროა.