Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე და კუადრადო შეთანხმებასთან ახლოს არიან

იუვენტუსი კოლუმბიელ ვინგერთან ხუან კუადრადოსთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებებს აგრძელებს და იტალიური წყაროების ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

კუადრადო, რომელსაც გუნდთან მიმდინარე კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, ტურინულ გრანდს 2015 წლის ზაფხულში შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იუვეს მისი ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს.

TuttoJuve-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ახლა ფორმალურ დეტალებს აგვარებენ, რის შემდეგაც 33 წლის ფეხბურთელი იუვესთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის დეტალებიც ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა სავარაუდოდ კოლუმბიელი ტურინში კიდევ 2 სეზონით დარჩება.

კუადრადომ ზებრების მაისურით 229 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 20 გოლი გაიტანა და 54 საგოლე გადაცემა გააკეთა.