Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე და ლაციო რომანიოლის უფასოდ დამატებას გეგმავენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, ზაფხულში იუვენტუსი და ლაციო ალესიო რომანიოლის უფასოდ დამატებას ეცდებიან.

მილანის კაპიტანს გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერც ფინანსური და ვერც ტექნიკური საკითხების გამო შეთანხმებას ვერ ახერხებენ. რომანიოლი უკვე დიდი ხანია სათადარიგოს მოთამაშედ მოიაზრება, რითიც ფეხბურთელი უკმაყოფილოა და სავარაუდოდ ის სეზონის ბოლოს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, რომანიოლი დიდი ალბათობით იტალიაში დარჩება და ის ან იუვენტუსს, ან ლაციოს შეუერთდება.

იტალიელი უკანახაზელი ბავშვობიდან ლაციოს ქომაგი გახლავთ და არწივებს ამ ფაქტის გამოყენება სურთ, იუვენტუსი კი ფინანსურად გაცილებით უკეთეს სიტუაციაში იმყოფება და ლაციოზე კარგ კოტრაქტს შესთავაზებს, საბოლოო სიტყვას კი თავად რომანიოლი იტყვის…