Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე და მანჩესტერი ბარსელონას ტალანტისთვის იბრძოლებენ

ესპანური მედიის ინფორმაციით, ზაფხულში იუვენტუსი და მანჩესტერ იუნაიტედი ბარსელონას ფორვარდის უსმან დემბელეს გაფორმებისთვის იბრძოლებენ.

24 წლის ფეხბურთელი ბარსელონას დორტმუნდიდან 2017 წელს, 135 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, მაგრამ ტრავმების გამო მან თავისი პოტენციალის გამოვლენა ვერ მოახერხა და დიდი ალბათობით ის სეზონის ბოლოს ბლაუგრანას თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბარსელონა ფრანგ ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის დეტალებს ვერ ათანხმებს და იუვენტუსი მზად არის ზამთარში დემბელესთან მოლაპარაკებები წამოიწყოს, ზაფხულში კი ის უფასოდ დაიმატოს, თუმცა ტურინელებს მანჩესტერის წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს.