Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე და მანჩესტერი დემბელეს ტრანსფერისთვის იბრძოლებენ

ბარსელონას პრეზიდენტის ხოან ლაპორტას კომენტარმა იუვენტუსს უსმან დემბელეს უფასოდ გაფორმების იმედი გაუჩინა, თუმცა ტურინელებს მანჩესტერ იუნაიტედის კონკურენციის გადალახვა მოუწევთ.

ლაპორტას თქმით, მოლაპარაკებები დემბეელსთან იმაზე ნელა მიიწევს წინ, ვიდრე ბლაუგრანას ხელმძღვანელობა ვარაუდოობდა და იმის გათვალისწინებით, რომ დემბელეს მიმდიანრე კონტრაქტი ბარსასთან სეზონის ბოლოს იწურება, ნებისმიერ დაინტერესებულ გუნდს მისი გაფორმება სრულიად უფასოდ შეეძლება.

24 წლის ფეხბურთელი ბარსელონას რიგებს 2017 წელს, გუნდისთვის სარეკორდო 135 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა მან ესპანური გრანდის შემადგენლობაში გაუთავებელი ტრავმების გამო თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენა ვერ მოახერხა.