Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე და მილანი კიდევ ერთ ბარტერს განიხილავენ

იტალიური მედიის ცნობით, ბერნარდესკი-რომანიოლის ბარტერის ჩაშლის შემდეგ მხარეები კიდევ ერთ შესაძლო გაცვლას განიხილავენ.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ტურინელები მზად არიან როსონერის ალესიო რომანიოლის სანაცვლოდ აარონ რემსი შესთავაზონ. ორივე ფეხბურთელის ღირებულება 15-20 მილიონის ფარგლებში მერყეობს და ფულის დამატება არც ერთ მათგანს არ მოუწევს.

მილანი შემტევი ნახევარმცველის ძიებას განაგრძობს და ბოლო პერიოდში რემსის სახელი როსონერის არაერთხელ დაუკავშირეს, იუვენტუსი კი მერიჰ დემირალის გაშვების შემდეგ ცენტრალური მცველის დამატებას განიხილავს და რომანიოლი მათთვის იდეალური კანდიდატი იქნება.