Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე და მილანი ლუის ალბერტოს სანაცვლოდ ლაციოს გაცვლას სთავაზობენ

იტალიურ მედიაში ლუის ალბერტოსა და ლაციოს დირექტორებს შორის არსებულ უთანხმოებაზე საუბარი არ წყდება, რომელიც დღეს პრეს-კონფერენციის დროს მაურიციო სარიმაც დაადასტურა (იხილეთ აქ).

სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, ესპანელი ნახევარმცველი ლაციოსგან ხელფასის მომატებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდის დატოვება უნდა, მისი მოთხოვნები კი გუნდის პრეზიდენტს კლაუდიო ლოტიტოს არ მოსწონს და 28 წლის ფეხბურთელის ლაციოდან წასვლის შანსი საგრძნობლად მატულობს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი და მილანი ფეხბურთელის გაფორმების წინააღმდეგი არ არიან და ორივე გუნდი ლაციოს მის სანაცვლოდ ფეხბურთელებს სთავაზობს.

მილანი მზად არის ბიანკოჩელესტის ალესიო რომანიოლი შესთავაზოს, რომელსაც როსონერისთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ყველასთვის ცნობილია, რომ მილანის კაპიტანი ლაციოს დიდი გულშემატკივარია.

იუვენტუსი კი მზად არის ტრანსფერში ფედერიკო ბერნარდესკი ჩართოს, რომელიც ლაციალეში სარის მისვლის შემდეგ რომაელებს არაერთხელ დაუკავშირეს.