Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე და მილანი ჟორჟეს ტრანსფერისთვის ბრძოლას განაგრძობენ

კაიო ჟორჟეს სახელი იტალიურ მედიაში აქტუალურობას არ კარგავს და მის ტრანსფერზე ყველაზე მეტად იუვენტუსი და მილანი აქტიურობენ.

SportMediaset-ის ინფორმაციით, ბოლო საათებში იუვენტუსმა სანტოსთან მოლაპარაკებები უფრო აქტიურად წამოიწყო და თუ აქამდე ფავორიტად როსონერი მიიჩნეოდა, სიტუაცია ამ მომენტისთვის რადიკალურად შეიცვალა.

მილანი მზად იყო 19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 6 მილიონი გადაეხადა, სანტოსი კი მის სანაცვლოდ 10 მილიონს ითხოვს და როგორც ჩანს, ბიანკონერიმ ბრაზილიელებს ახალგაზრდა ფორვარდის სანაცვლოდ უკეთესი წინადადებით მიმართეს.