Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვე და რომა კიდევ ერთ ტრანსფერს განიხილავენ

იუვენტუსმა და რომამ შესაძლოა ორმაგი გაცვლა განახორციელონ.

კრისტანტე-მანდრაგორას გაცვლის ამბავს უკვე წაიკითხავდით,იტალიაში კი კიდევ 2 ფეხბურთელის სახელმა გაიჟღერა.

ამჯერად საქმე რომეროს და ჩენგიზს ეხება.რომერო,რომელიც იუვენტუსის საკუთრებაში იმყოფება და სეზონს იჯარის წესით ჯენოაში ატარებს,ტურინში სეზონის ბოლოს დაბრუნდება,თუმცა არა დიდი ხნით.იუვენტუსი მის გაყიდვას ან სხვა ფეხბურთელში გაცვლას გეგმავს.

ჩენგიზი მიმდინარე სეზონში ტრავმებმა გააწამა.ფეხბურთელმა მხოლოდ 9 შეხვედრის ჩატარება მოასწრო,სადაც 3 გოლით გამოირჩა.ტრავმების ფონზე,ფეხბურთელმა შესაძლოა გარემოს შეცვლა მოინდომოს.

რომას და იუვენტუსის სპორტული დირექტორები მომავალ კვირას შეხვდებიან და ორივე ტრანსფერზე მოლაპარაკებებს გამართავენ.