Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე და სასუოლო უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ შეხვდებიან…

იუვენტუსი ლოკატელის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის უახლოეს დღეებში კიდევ ერთი შეხვედრაა ჩანიშნული.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი ამ შეხვედრაზე სასუოლოს ოფიციალური წინადადებით მიმართავს, რომელიც ნეროვერდის მოთხოვნილ 40 მილიონთან საკმაოდ მიახლოებული იქნება.

ლოკატელის ტრანსფერზე იუვენტუსის გარდა არსენალიც აქტიურობს და მეთოფეები მზად არიან, 23 წლის იტალიელის სანაცვლოდ სასუოლოს მოთხოვნილი 40 მილიონი გადაუხადონ, მაგრამ ფეხბურთელის სურვილი კარიერის ტურინში გაგრძელებაა, რის გამოყენებასაც ბიანკონერი მაქსიმალურად გეგმავს.