Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე და სასუოლო შეთანხმებასთან ახლოს არიან

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსს ლოკატელის ტრანსფერამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

Tuttosport-ის ცნობით, სასუოლო ლოკატელის ტრანსფერში 19 წლის ცენტრალური მცველის რადუ დრაგუშინის ჩართვას დათანხმდა და 19 წლის რუმინელი ფეხბურთელისგან ტრანსფერზე თანხმობა უკვე მიიღო.

გამოცემის დნოცით, იუვე სასუოლოს ლოკატელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაუხდის და ნეროვერდის რიგებში დრაგუშინს გაუშვებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ექნება თუ არა ბიანკონერის მისი უკან გამოსყიდვის უფლება.

მხარეებს შორის შეხვედრა უახლოეს დღეებშია ჩანიშნული და არ არის გამორიცხული, რომ ტრანსფერი ოფიციალურად დაიხუროს.