Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე დემბელეს უფასოდ დამატებას გეგმავს

რამდენიმე ესპანური წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი ბარსელონას ფრანგი შემტევის უსმან დემბელეს დამატებას გეგმავს და ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

24 წლის ფეხბურთელს ბლაუგრანასთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ტურინელებს იმედი აქვთ, რომ მის დამატებას სრულიად უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით მოახერხებს

ბარსელონას დემბელეს უფასოდ დაკარგვა არ სურს და მას ახალ კონტრაქტს სთავაზობს, შემცირებული ხელფასით, ასეთ პირობებზე კი ფეხბურთელი ჯერჯერობით არ თანხმდება…