Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე დეპაისა და მილიკს შორის არჩევანს უახლოეს საათებში გააკეთებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი მემფის დეპაისა და არკადიუშ მილიკს შორის არჩევანს უახლოეს პერიოდში გააკეთებს და ტრანსფერის დახურვას ეცდება.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, მემფის დეპაიმ ბარსელონასთან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას უკვე მიაღწია და ბიანკონერის წინადადების მოლოდინშია, თუმცა ტურინელებს ნიდერლანდელი ფორვარდის ფინანსური მოთხოვნები, რომელიც წლიურად გასამრჯელოს სახით ბონუსებთან ერთად 7.5-8 მილიონს ითხოვს, არ მოეწონათ და პარალელურად არეკ მილიკის ტრანსფერზეც გააქტიურდნენ.

წყაროს ცნობით, ტურინელებმა მარსელთან მილიკის იჯარის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რის სანაცვლოდაც ბიანკონერი 2 მილიონს გადაიხდის, მისი შემდგომში 6-7 მილიონად გამოსყივის პერსპექტივით, ახლა კი არჩევანის გაკეთება ტურინული გრანდის ხელმძღვანელობას მოუწევს.