Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე დეპაის ტრანსფერის იმედს არ კარგავს

დიდი ალბათობით, მემფის დეპაი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს, თუმცა იუვენტუსი ფეხბურთელის გაფორმების იმედს არ კარგავს.

ნიდერლანდელ ფეხბურთელს კონტრაქტი ლიონთან მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მისი ტრანსფერით არაერთი გრანდია დაინტერესებული, თუმცა რონალდ კუმანის ფაქტორის გათვალისწინებით ფავორიტად ბარსელონა მიიჩნევა.

თუმცა, მომავალ თვეში ბარსელონა ახალ პრეზიდენტს აირჩევს და სიტუაცია შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს.

კუმანის კარიერა ბარსელონაში არც თუ ისე კარგად დაიწყო და არ არის გამორიცხული, ახალმა პრეზიდენტმა მისი გაშვება გადაწყვიტოს, რაც დეპაის მომავალი გუნდის ვინაობას კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვებს და იუვე მზად არის, ასეთი სცენარის შემთხვევაში იმოქმედოს.