Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე დიბალას აგენტს კიდევ ერთხელ რამდენიმე დღეში შეხვდება

იუვენტუსი და პაულო დიბალას აგენტი არგენტინელი ფეხბურთელის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ და გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა კიდევ ერთი მიტინგი უკვე დაგეგმეს.

რამდენიმე წყაროს ცნობით, პირველი შეხვედრის დროს მხარეებს შორის კონტრაქტის დეტალები განხილული არ ყოფილა და იუვენტუსმა დიბალას აგენტის ჟორჟე ანტუნის დარწმუნება მოახერხა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი ბიანკონერის პროექტის ცენტრში იქნება, მომდევნო შეხვედრისთვის კი მხარეები უკვე დეტალების განხილვაზე გადავლენ.

TuttoJuve-ს ცნობით, იუვენტუსი დიბალას კონტრაქტის 2025 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებას შესთავაზებს, სურვილის შემთხვევაში კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით, მისი ხელფასი კი სეზონში 10 მილიონი ევრო იქნება და არც ის არის გამორიცხული, რომ ლა ჯოიას კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი ჩაიდოს.